aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის შესაბამისი უწყების მიღების შემთხვევაში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავიდეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ გვაქვს ფაქტები და მასალები და გამოძიების მსვლელობის დროს მზად ვართ გამოვიკითხოთ, მივაწოდოთ გამოძიებას ეს მასალები.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია ლონდონის სასამართლოსთან დაკავშირებით. შესაბამისი უწყების მიღების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავემგზავროთ არა მარტო ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

იტვირთბა....