aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატის თქმით, 13 წლის მოზარდზე თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

„პირველი, 151 მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რაც შეეხება 19/117-ე მუხლს, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, ეს არის მე-5 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

“კურიერის” ინფორმაციით, ადვოკატს უკვე გადაეცა საქმის მასალები. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმის წარმოება შეჩერდეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

იტვირთბა....