aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის განცხადებით, მაკა ჩიჩუას ძმა მის მიმართ წაყენებულ ბრალს უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა  ზაზა მიქატაძემ განაცხადა. ჩიჩუას ძმას ბრალი იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

„იარაღები ეს არ იყო, ეს იყო ესკიზები, უვარგისი რაღაცა რკინის ნაწილები. მისი გადმოცემით ეს არის სროლისთვის უვარგისი, ვიზუალურადაც რომ დაათვალიეროთ მიხვდებით. 2 იარაღზეა საუბარი,“-განაცხადა ზაზა მიქატაძემ.

მისი თქმით დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

იტვირთბა....