aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

კომპანია “აგარის შაქარი” წარმოებას ისევ წყვეტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“აგარის შაქარმა” წარმოება ივნისში განაახლა, მაგრამ ქარხანა ისევ შეჩერებულია. წარმოების შეჩერების მიზეზად, კომპანიის დირექტორი ალხან ალიზადე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირებას ასახელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

ალიზადე აცხადებს, რომ დაფასოებული შაქარი საქართველოში, ძირითადად, ევროპიდან შემოდის, რომელიც იაფი ღირს. განსხვავებით, ბრაზილიიდან შემოტანილი და აგარაში დაფასოებული შაქარისგან. ფასიც, შესაბამისად, ევროპიდან ექსპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო “აგარის შაქრი” 5 თეთრით გაძვირდა.

1 კილოგრამი “აგარის შაქრის” საბითუმო ფასი 1.45 ლარია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „აგარის შაქარმა” წარმოება 2016 წლის ნოემბერში შეაჩერა. ქარხნის დახურვის მიზეზად იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალი ფასი სახელდებოდა.

იტვირთბა....