aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ისაუბრებენ თუ არა მარგველაშვილი და პოროშენკო სააკაშვილზე: აბაშიშვილი კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების დღის წესრიგით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხი არ განიხილება.

აბაშიშვილის აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრების მთავარი საკითხი  რუსეთი და რუსული ოკუპაციაა.

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების, მიხეილ სააკაშვილის და იმ მაღალი ჩინოსნების, რომლებსაც უკრაინაში მაღალი თანამდებობები ეკავათ მათი საკითხი დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად საქართველო მათი ექსტრადიციის საკითხს ვერ დააყენებს.

“მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შედგა უკრაინის პერზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ცხადია, ორი ქვეყნის პრეზიდენტები, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ, ოკუპაციის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ზოლს, იქ არსებულ ვითარებას. საქართველოს და უკრაინას აერთიანებთ მრავალი საერთო საკითხი, მათ შორის რუსეთის საკითხი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

იტვირთბა....