aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაშიშვილი: “სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გადაცემა “კვირის აქცენტებში”, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართა.

„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა.

“გუშინ, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. მან სრულიად შეგნებულად, თავად დათმო საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

გუშინ, მან სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველად მოითხოვა მოქალაქეობის აღდგენა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისია – ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

იტვირთბა....