aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯერჯერობით ვერ ვხედავ “ევროპულ საქართველოს” ძალად, რომელიც ბიძინას რეჟიმს მოუგებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ნოდია “ევროპული საქართველოს” ყრილობას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ პარტიას, როგორც ძალას, რომელიც “ქართულ ოცნებას, ანუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მოუგებს, ვერ ხედავს.

“პირველ რიგში, ეს ირიბი აღიარებაა, რომ თვითონ ყრილობის მიმდინარეობაში, აქ გაჟღერებულ გზავნილებში გასაკრიტიკიბელი ვერაფერი ნახეს, გარდა თვით ამ დაპირებისა: „ჩვენ დავამთავრებთ ივანიშვილის რეჟიმს“.

უნდა ვაღიარო, რომ, მიუხედავად ევროპული საქართველოს მიმართ ჩემი სიმპათიისა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ მას, როგორც ძალას, რომელიც „ქართულ ოცნებას“, ანუ ბიძინას რეჟიმს მოუგებს. მაგრამ ასეთ ძალას ვერც სხვას ვხედავ. თუ ევროსაქების მიმართ ირონიაში იგულისხმება, რომ ნეომიშისტურ ნაცმოს უფრო აქვს ბიძინას დამარცხების შანსი (არჩევნებით თუ რევოლუციით), მწუხარებით უნდა განვაცხადო, რომ ეს აბსულუტური ილუზიაა. კი, ამ ეტაპზე მიშას სახელმა შეიძლება მეტი ხმა მოიტანოს, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ახალმა ბრენდმა, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ: ნაცმოს გაყოფის შემდეგ მისი არც ერთი ნაწილი აღარაა ბიძინასთვის სახიფათო ოპონენტი. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოხდება და ვისი გზა უფრო პერსპექტიულია, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

მთავარი შემდეგია: ვინც ნიშნისმოგებით და სარკაზმით ლაპარაკობს ყველაზე, ვინც ბიძინას უპირისპირდება, „თქვენ ბიძინას რას დააკლებთო“, ობიექტურად ბიძინას საქმეს აკეთებს. ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის ძირითადი იარაღია იმ აზრის გამყარება, რომ მას ვერავინ მოერევა. ამ ეტაპზე პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს: ბიძინას რეჟიმის მომრევი არ ჩანს. მაგრამ ისტორიიდან (მათ შორის ჩვენი უახლესი ისტორიიდან) იმდენი კი უნდა გვესწავლა, რომ გაგვეგო: ასეთი ვითარება შეიძლება უცებ შეიცვალოს. ამიტომ მზად უნდა იყო მომენტისთვის, როდესაც ახალი შანსები ჩნდება. ვისაც ხელების ჩამოშვება უნდა, ჩამოუშვას. მაგრამ, ყველას დაცინვა, ვინც რაღაცას აკეთებს ამ მომენტის მოსაახლოებლად, მხოლოდ ამ ადამიანების სისუსტეს აჩვენებს”,-წერს გია ნოდია.

იტვირთბა....