aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯაფარიძე: “საპატრიარქოს უნდა ესმოდეს, რომ სარჩელი ეხება კონსტიტუციას და არა ბიბლიურ ტექსტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საპატრიარქოს უნდა ესმოდეს, რომ ჩემი და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი ეხება კონსტიტუციას და არა ბიბლიურ ტექსტს, სადაც საპატრიარქოს შეუძლია გარკვეული ინტერპრეტაციების გაკეთება იმიტომ, რომ ეს მათი კომპეტენციაა”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გუშინდელ განცხადებას მარიხუანის თაობაზე. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“საპატრიარქოს ისევე როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ან ინსტიტუტს აქვს სრული უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის თუ ეს აზრი არის ისეთი ფუნდამენტურად მცდარი, როგორც ეს კონკრეტულად მარიხუანასთან მიმართებაში მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციაა”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

“გირჩის” ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ინტერესის შემთხვევაში ის მზადაა საკითხზე დისკუსიაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთანაც შევიდეს.

“კონსტიტუციის ტექსტების ინტერპრეტაციის უკანასკნელი ინსტანცია ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოა და ჩვენ სარჩელი სწორედ იქ გვაქვს შეტანილი. მგონია, რომ სასამართლომ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.”, – ამბობს ჯაფარიძე.

იტვირთბა....