aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯარს უკრაინული ხორცით მოამარაგებენ: თავდაცვის მინისტრი განმარტებებს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართულ ჯარს ადგილობრივი ნაწარმის ნაცვლად, უკრაინული ხორცით მოამარაგებენ. სატენდერო პირობებიდან ქართული პროდუქციის მიწოდების ვალდებულება ამოიღეს. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილება მიმწოდებელი კომპანიის თხოვნით შეიცვალა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგ შემთვევაში, ჯარში ხორცის დეფიციტი შეიქმნებოდა.

„მომწოდებელმა წერილობით მიმართა სამინისტროს, რომ დეფიციტია ბაზარზე ქართული პროდუქციის და ვხედავთ დიდ რისკებს ქართული ჯარის უწყვეტად მომარაგების თვალსაზრისით. ეს არა მხოლოდ მომარაგების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თემაა და სწორედ ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....