aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები ტარდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ქვეყნის მთავარ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მეგობარი არ ყავს და ყველა მეზობალს აქვს ქვეყანაში რაიმე ინტერესი.

ყველა მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ, ყველას არ უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნაციონალური პრინციპების მყარი დაცვის, – აცხადებს “მეტრონომთან” ხუხაშვილი საკითხის კომენტირებისას.

“სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის ყველა ქვეყანა საფრთხეა. პოლიტიკა ეს არ არის რომანტიკა. ჩვენ არ გყვავს მეგობარი და არც ერთ ქვეყანას არ ყავს მეგობარი. ყველას თავისი ინტერესი აქვს და მის გატარებას ცდილობს. ყველა მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ, ყველას არ უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნაციონალური პრინციპების მყარი დაცვის.  აქ ჩვენ გვაქვს პრობლემა.

მე არ მინდა პოლიტიკური განცხადებებისავით გამომივიდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა გვაქვს მეზობლებთან ანუ იმათთან, რომელთანაც ერთი საზღვარი გვაქვს. ამ ქვეყნებს, რომ საქართველოში ინტერესი აქვთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აჭარაში, იგივე თბილისში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს და დავინახავთ, რომ ინტერესები ტარდება. ამ ყველაფრის დაბალანსება უნდა ვიფიქროთ. რუსეთზე აღარაფერს ვამბობ და არც სხვა ქვეყანაა ჩვენი მეგობარი. ჩვენი დიდი პარტნიორებიც კი საქმეს ლამაზი თვალებისთვის არ გვიკეთებენ. ისინიც თავისი ნაციონალური ინტერესებიდან ამოდიან”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სადაზვერვო სამსახურის უფროსს პარლამენტში შეხვედრა ქონდა, სადაც კანონმდებლებს ქვეყნის მთავარ საფრთხეებზე ესაუბრა.

იტვირთბა....