aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოში გამომძიებელი დაიკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამართლოდან

დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი წუთი-წუთზე განახლდება. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება. დღეს გამომძიებლის დაკითხვა იგეგმება, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....