aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ხიდაშელი: “ღიმილისმომგვრელია პრემიერის წუწუნი მოსამართლეების უვადო გამწესებაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხი გადაწყდა მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა მურუსიძეს მისცა ხმა, – აცხადებს თინა ხიდაშელი “მეტრონომთან” საუბრისას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის კომენტირებისას.

“გუშინდელი და გუშინწინდელი მოსამართლეების უვადო გამწესებები არ არის მნიშნელოვანი. ეს საკითხი გადაწყდა იმ დღეს, როდესაც სწორედ იმ პრემიერის დახმარებით, მხარდაჭერითა და ხელდასმით, მისმა გუნდმა ბატონ მურუსიძეს ხმა მისცა. მურუსიძის აღზევებით ამ საკითხს წერტილი დაესვა. ამით ნათლად გამოჩნდა რა მიმართულება აქვს “ქართულ ოცნებას”.

ამიტომ, ახლა პრემიერის წუწუნი, რომ რაღაცით უკმაყოფილოები არიან, ცოტა არ იყოს და ღიმილის მომგვრელია. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მთავრობის დამტკიცება ხდებოდა იმ დღეს, როდესაც მურუსიძეს ირჩევდნენ და მე პირადად ვთხოვე პრემიერს, რომ ამ საკითხზე ესაუბრა და მისთვის შესაბამისი შეფასება მიეცა. გასაგებია, რომ მარტო ჩემი გამოსვლა საქმეს ვერ უშველიდა”, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი .

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მმართველ გუნდს ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრს აქვს კითხვები, მათ შორის სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლეზე მანუჩარ კაპანაძეზე.

იტვირთბა....