aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“, პატრიარქს პროკურატურის მისამართით უნდა ეთქვა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, სიტყვები „ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“, რომელიც ბერლინის კლინიკაში ჩაწერილი პატრიარქის ვიდეომიმართვის თავდაპირველი ვერსიიდან ამოჭრილი იყო, არა დეკანოზ გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის მისამართით უნდა ყოფილიყო ნათქვამი, – ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

როგორც მეუფე ამბობს,  ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, პატრიარქს ვითარება განუმარტეს და ვიდეოდან ფრაზის ამოღების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მეუფე დიმიტრის თქმით, პატრიარქისა და მის გარდა, პალატაში კიდევ სამი მღვდელმთავარი, ერთი არქიმანდრიტი და მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფებოდნენ.

„პატრიარქს უთხრეს, რომ პროკურატურა ხან ერთ განცხადებას აკეთებს, ხან მეორეს, ხან მესამეს და ამან გამოიწვია ხალხის დაბნეულობა, რაც რეალურად მოხდა. პატრიარქმა ეს გაიგო მამა გიორგიზე და თქვა – მამა გიორგი ხან ერთ განცხადებას აკეთებს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რაც სინამდვილეში მართალი არ იყო, იმიტომ, რომ მამა გიორგი დუმს და არ აკეთებს არანაირ განცხადებას, ხომ. ამას რომ კიდევ ერთი დაბნეულობა არ გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ იქვე მივიღეთ ყველამ ერთხმად გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ამის შეკვეცა“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაავრცელა უწმინდესის განცხადების სრული ვიდეოჩანაწერი.

იტვირთბა....