aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამოძიება დაადგენს ქარხანაში და საწყობებში სახანძრო უსაფრთხოება რამდენად დაცული იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაძალადევის გამგებლის აპარატის უფროსის გიორგი ჩაკვეტაძის  განცხადებით, დიდუბეში, ყოფილი კიროვის ქარხანაში გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი თქმით, ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა ცეცხლი ოპერატიულად ჩააქრეს. ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით არის, შესაბამისად, დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ბუნებრივია ხანძრის გამო დაკვამლიანება იყო, მაგრამ ამ დროისთვის ხანძარი სრულიად ლოკალიზებულია. სამწუხაროდ რამდენიმე ასეული კვადრატი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხდება ზარალის დათვლა და ამის შემდეგ გადაწყდება რა სახის თანხით შეიძლება დაზარალებულებს დავეხმაროთ. დაიწვა საყოფაცხოვრებო მასალები, მატრასები და ლეიბები. ასევე გამოძიება დაადგენს ქარხანაში და საწყობებში სახანძრო უსაფრთხოება რამდენად დაცული იყო“,-აცხადებს ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი კიროვის ქარხანას ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ცნობისთვის, იგივე ქარხანა 2015 წლის 27 აგვისტოს დაიწვა.

იტვირთბა....