არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი: ცესკოს ოქმებში ჩანს ადამიანები, რომლებმაც თითქოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ცესკოსგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს. მისი თქმით, მათ ერთ-ერთ უბანზე გადაამოწმეს მონაცემები და აღმოჩნდა,რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში:

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უამრავი ადამიანი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს ადამიანები თითქოსდა იყვნენ უბანზე. მაგალითად, ცაგერის რაიონის 21-ე საარჩევნო უბანზე ოქმის მიხედვით 33 ადამიანი არის სრულიად სიაში, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა. ხოლო ჩვენ გვაქვს ათი ადამიანის მონაცემი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ან საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ან გახლავთ შეუძლოთ და მათთან არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ. ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ვითხოვთ სამაგიდო სიების გადმოცემას. გვაქვს ასეთი ათობით, ასობით ოქმი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

სხვა ამბები

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin

აპატურაი: ზურაბიშვილი იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..