aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულაია – კობახიძე აქეზებდა ჩხუბს, სირცხვილია მისი პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტში მოომხდარ დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ეს მათ მოსახლეობაზე არ აისახება.

“აბსურდია, როდესაც პარლამენტში ასეთი ხელჩართული ბრძოლაა, მაგრამ მარტო ეს არაა გასაკვირი. ასეთი ჩხუბი მინახავს ისრაელის პარლამენტში, იაპონის პარლამენტში და ა.შ. ისეთი წარმატებული ქვეყანა, როგორც იაპონიაა იქ მინახავს ჩხუბი. ამიტომ ვერ ვიტყვი რომ რაღაც კატასტროფა მოხდა.  მაგრამ რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ადამიანები ენით ვერ აგებინებენ ერთმანეთს და მუშტი-კრივზე გადადიან. ტრაგედია იცით რა არის? იაპონიის პარლამენტში თუ ჩხუბი მოხდება ეს ტრაგიკულად არ აისახება იაპონელ მოსახლეობაზე და ქართულ მოსახლეობას ნამდვილად აისახება.

ის კია ჩხუბის გამომწვევი, მაგრამ შენ რატომ ყოფ თავს? საერთოდ ყველა ქვეყანაში და ყველა ეპოქაში ოპოზიცია ლაპარაკობს უფრო სწორს, ვიდერე ხელისუფლება. ეს არის აქსიომა. ეს ხომ მარტო ქართულ რეალობაში არაა და მარტო ოცნებასთან ხომ არაა .  სხვა ქვეყნებში მიღებულია რომ ოპოზიციის საუბრის ნახევარს მაინც ითვალისწინებს ხელისუფლება თუ არ ითვალისწინებენ ატანით მაინც იტანენ ასეთ საუბარს და  მუშტი-კრივზე და გინებაზე არ გადადიან. აი, ესაა აქ ტრაგედია და უბედურება , რომ ოპოზიციის მოსმენა არ უნდათ. ქვეყანას აქცევენ და საყვედურიც არ უნდათ რომ მიიღონ? ესენი ვინ არინ კაცო? ეს რა უბედურებაა?

მე მგონია, რომ ირაკლი  კობახიძე აქეზებდა ჩხუბს და ამის შემოქმედებიც არიან. ის ძალინ ოდიოზური ფიგურაა და დიდი სირცხვილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარს პოსტს ირკლი კობახიძე იკავებს.  სანახაობით უნდა გაგვართონ და გადაფარონ მძიმე თემები”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ნიკა მელიასა და ირმა ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. 

იტვირთბა....