ახალი ამბები მთავარი სპორტი

ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები შესაბამისმა კომისიამ ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ძიუდოს საკითხების შესასწავლად შექმნილმა კომისიამ , რომლის შემადგენობაშიც კულტურისა და სპორტის უწყების, პარლამენტის და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები შედიან ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა.  გუშინდელ შეხვედრაზე კომისიის შეკითხვებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა უპასუხა.

მინისტრის შეფასებით, ფედერაციის პრეზიდენტისგან წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარი იყო. შემდეგი რაუნდი უკვე სპორტსმენებთან იგეგმება.

„დღეს ჩვენ დარღვევის ვერანაირ ნიშნებზე ვერ ვისაუბრებთ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად ჟღერდა ყველა ის პასუხი, რომელზეც ფედერაცია საუბრობდა.“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სპორტსმენების შეკითხვებზე პასუხის გაცემისთვის მზადყოფნას აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია, მათი თქმით არასათანადოდ იხარჯება სპორტის ამ სახეობისთვის გამოყოფილი თანხებიც. პროტესტის ნიშნად ძიუდოისტები ტურნირებში არ მონაწილეობენ და არც ვარჯიშობენ.

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..