aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შეიძლება მთელი ცხოვრება მქონდეს გამოძიების იმედი”: ვანო ჯავახიშვილი პოლიციაში გამოკითხეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოპულარული იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი გუშინ პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, უფრო მეტი კითხვა ემზარ კვიციანის მისამართით უნდა იყოს დასმული ვიდრე მის მიმართ.

“გამომძიებლებს ჰქონდათ ძალიან მარტივი კითხვები, მუქარასთან დაკავშირებით თუ ყოფილა ოდესმე ზარები. მსგავსი ფაქტები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მსუბუქად ჩაიარა დაკითხვამ, ძალიან ზრდილობიანად გვესაუბრნენ. ალბათ ცოტა ხანში ემზარ კვიციანის დაკითხვაც იგეგმება. უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე. გამოძიების იმედი ყოველთვის მაქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება მქონდეს გამოძიების იმედი. გამოძიება არ არის არის დაწყებული. ეს არის ზედაპირული გამოკითხვაა ამ თემებთან დაკავშირებით. გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს უკვე სამართალდამცველების გადასაწყვეტია”, – განაცხადა იუმორისტმა.

როგორც “პატრიოტთა ალიანსის’ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, როომ გიორგი სანაიას შემდეგ შესაძლოა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს.

იტვირთბა....