aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალის საავადმყოფოში 2008 წლის ომის მონაწილე გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

35 წლის ქართველი არჩილ ტატუნაშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მტკიცებით, „ოსი ხალხის გენოციდში“ იყო ბრალდებული. მათივე თქმით, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და გეგმავდა დივერსიულ აქტებს. ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცდილობდა წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელის იარაღის ხელში ჩაგდებას, რა დროსაც დაეცა კიბეზე და დაშავდა. ტატუნაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დე ფაქტო პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ ტატუნაშვილი მათი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ დიდი ხანი იყო.

იტვირთბა....