aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცნობილია ბიზნესმენის ვინაობა, რომლის შვილიც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„კურიერის“ ინფორმაციით, გატაცებული 25 წლის კაცი, ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილი, გიორგი დეკანოსიძეა. ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ის თბილისიდან გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა.

“რუსთავი 2”-ის ცნობითვე, ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ დაკავებულები გამოსასყიდის სახით, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს ითხოვდნენ.

„თბილისსა და იმერეთში, ერთობლივად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის რამდენიმე დღის უკან, დაზარალებულს თბილისის ერთ-ერთ უბანში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაიტაცეს და მისი ოჯახის წევრებს გამოსასყიდის სახით სთხოვდნენ, დაახლოებით, სამ მილიონ ლარს,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....