aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ციხელაშვილი – აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც შამბამ თქვა, რომ ქართველებთან დიალოგის დრო დადგა.

ციხელაშვილის განცხადებით, მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, ერთადერთი სწორი გზა დიალოგია.

„აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

იტვირთბა....