aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ გვქონდა ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. როგორც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის:

”დღეს ჩვენ ვიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში. ჩვენ გვქონდა ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია. ყოველთვის, როდესაც იცვლებოდა კონსტიტუცია, იცვლებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის. ეს არის ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....