aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება წევრობა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მაპ-ი არ არის მიზანი, მიზანი არის წევრობა,“-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტზე გააკეთა.

ჯანელიძემ უპასუხა ლიტველი დეპუტატის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ის პოზიციას, რომ თავის დროზე საქართველოსთვის MAP-ის დაპირებამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. მინისტრის თქმით, ეს არის რუსეთის მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნარატივი.

“რაც შეეხება MAP-ს, იქნება MAP-ი თუ წევრობა, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, იყოს იმ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, რომელთანაც საერთო ფასეულობები აქვს. ეს არ ისახავს მიზნად ვინმეს გაღიზიანებას, არამედ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შექმნას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება წევრობა. MAP-ი არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

იტვირთბა....