aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ველაპარაკე ჩემ შვილს, მითხრა, შემომაკვდაო”: თბილისში 40 წლის ქალის მკვლელობის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დრის წინ თბილისში მომხდარი ხმაურიანი მკვლელობის საქმის დეტალები გახდა ცნობილი. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და მოკლული მისი ცოლი არასდროს ყოფილა.

“მე ველაპარაკე ჩემს შვილს. მან მითხრა, ესეთი რამე მოხდა, შემომაკვდაო, მთვრალი ოყოო. შემდეგ პოლიციაში დარეკა. თურმე, ოთხი შვილის დედა ქმარმა მოკლაო. რომელმა ქმარმა მოკლა? ჩემი შვილი მისი ქმარი ცხოვრებაში არ ყოფილა”, – აცხადებს ბრალდებულის დედა თამარ ჯანაშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 40 წლის ქალის მკვლელობაში ყოფილი ქმარი იყო ეჭვმიტანილი. ის ბრალდებულია, რომ ქალბატონი ელექტროსადენით გაგუდა. ქალს 4 შვილი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა”.

იტვირთბა....