aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაქვეყნებლად…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სუს-ი ამზადებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის კომბინაციურ ჩანაწერს გამოსაქვეყნებლად. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას იმავე წყაროსგან აქვს, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე უნდა შესულიყო ციხეში მირზა სუბელიანთან ჩანაწერის გასაკეთებლად, რაც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა კიდეც.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთებას საგამოძიებო უწყებები გეგმავენ და საუბრის მონაკვეთი ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

“ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე, ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ, რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას უკვე ნიღაბიც ახეული აქვს, სახეც ახეული აქვს და აღარაფერი ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პერიოდულად ქვეყნდება მაკომპრომენტირებელი აუდიოჩანაწერები.

იტვირთბა....