aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ცნობით, სოსო ოხანაშვილი ჯერ კიდევ დაცვის სამსახურის რიგებში ირიცხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღევანდელი მდგომარეობით, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაცვის სამსახურის რიგებში ირიცხება, – ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და საპატრიარქოს დაცვას შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო უზრუნველჰყოფს.

“მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ოხანაშვილი 24 თებერვლის მდგომარეობით “შსს-ს რიგებში ირიცხება”.

შეგახსენებთ, გუშინ, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.  აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა პატრიარქის თანხმობის გარეშე ის თანამდებობას ვერ დატოვებს. შესაბამისად, ჯერ თანამდებობებზე რჩება.

იტვირთბა....