aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში, 18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 18 წლის გოგონა გუშინ გარდაიცვალა. პაციენტის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გოგონას დაღუპვის მიზეზი სამედიცინო პერსონალის დაუდევრობა გახდა.

კლინიკის მედპერსონალი კი აცხადებს, რომ გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით წამლები მიიღო. მათივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი დღის შემდეგ ის გონს მოვიდა და კონტაქტური გახდა, თუმცა, მოგვიანებით, მდგომარეობა დამძიმდა და გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

იტვირთბა....