aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ. დ., 1999 წელს დაბადებული გ. ა. და 1995 წელს დაბადებული თ. გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით ოთხი ადამიანი დანით დაჭრეს. დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

იტვირთბა....