aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ბათუმში მუშების მიერ შუა საუკუნეების ქვევრების დაზიანებაზე საქმე აღძრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, თამარისის დასახლებაში ნაპოვნი ქვევრის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მუშებმა, რომლებიც ამ ქუჩაზე წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებდნენ, შემთხვევით შუა საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს. ნაცვლად იმისა, რომ არტეფაქტის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის ეცნობებინათ, მუშებმა იმის ინტერესით თუ რა იქნებოდა ქვევრში, ის ჯერ ხელით, შემდეგ კი ტექნიკის გამოყენებით გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ ქვევრი მუშებმა „თამარის ციხიდან“ 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს. დაზიანებისას მათ  ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც გადაიღეს.
წინასწარი დათვალიერების საფუძველზე არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი შუა საუკუნეების ეპოქის, დაახლოებით XI-XIII საუკუნეების უნდა იყოს.

იტვირთბა....