ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შსს მეუბნება სისტემა ვარ შეგვეშვი თორემ გაგანადგურებო”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

” შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს,რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა.
ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი,რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა.

ფაქტია შ.ს.ს_ც მეუბნება

ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი თუ არა გაგანადგურებო.

მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს._ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის.

მაგრამ მინდა შეგახსენოთ

2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც.

თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ

მკვდარი მეორეთ აღარ კვდებააააააა ”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს “ტვ პირველის” ეთერში შსს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ხორავას საქმეზე ორი მკვლელი უკვე გამოვლენილია.

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა… ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ზაზა სარალიძე არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება.თუ იქნება მესამე მკვლელი (პირობითად ვამბობ) – შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..