ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ვაჟა-ფშაველას გამზიზრზე გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე, 2 პირი დავაკავეთ

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, გასულ წელს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის – გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის – გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღო”- აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სხვა ამბები

“16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ”

newsadmin

გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი (LIVE)

newsadmin

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ, 5 წლის შემდეგ წაიშლება”

newsadmin

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..