aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: “დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება.

„აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....