aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე, პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს იურისტი  ედიშერ ქარჩავა ჟურნალისტებთან ადასტურებს. მისი თქმით,  შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა, თუმცა როდის დაკითხავს გამოძიება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე. მას ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობა ედება.

იტვირთბა....