ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

შეურიგდება თუ არა ქუცნაშვილს, 17 მაისი, რა ენატრება საბჭოთა კავშირიდან – ბლიც ინტერვიუ მეჭიაურთან

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

მოუწევია თუ არა მარიხუანა, რას აკრძალავდა ქვეყანაში და ა.შ. – “მეტრონომმა” თიანეთის მერთან თამაზ მეჭიაურთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ?

თამაზ მეჭიაური: მარიხუანა არ მომიწევია. იმდენ სიგარეტს ვეწეოდი, რა ფილტვებმა გაუძლო არ ვიცი.

მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?

მეჭიაური: ბუნებით დემოკრატი ვარ და რა უნდა ავკრძალო. მე ავკრძალავდი უცხო ქვეყნებიდან საეჭვო ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს. გაათეთრონ და ყველამ ისე იმოქმედოს.

მეტრონომი: ვინ არის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ლამაზი ქალი?

მეჭიაური: ქალი ყველა მეტ-ნაკლებად ლამაზია. იქნებ კიდევ დავბრუნდე პოლიტიკაში და რატომ გადავიკიდო ხალხი. სოფელში კი ვარ, მაგრამ ვიღაც უხუცესმა ხომ უნდა გახსნას ის სხდომა.

მეტრონომი: 17 მაისი თქვენთან ოჯახის სიწმინდის დღეა თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

მეჭიაური: ოჯახის სიწმინდის დღე.

მეტრონომი: უნდა აღინიშნებოდეს თუ არა 17 მაისი როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

მეჭიაური: მე მგონი, საბრძოლიც არაფერია. არავინ არავის არაფერს არ უშლის. პირიქით, ძალიან თავისუფლება იყო იმ რეპრესიულ პერიოდშიც კი. უბრალოდ, აფიშირებას არც მაშინ მივესალმებოდი და არც ახლა მივესალმები. თავის პირადი ცხოვრება პირადი ცხოვრებაა და არ მიმაჩნია სწორად, რომ ამის აფიშირება ჩემი შვილების თვალწინ ხდებოდეს.

მეტრონომი: ქვეყანაში რას შეცვლიდით?

მეჭიაური: ქვეყანაში ბევრი რამეა შესაცვლელი. პირველ რიგში, მეტი დემოკრატიაა საჭირო. სამართლიანად ჩავატარებდი არჩევნებს. მე ეს ნაკლებად შემეხო, მაგრამ საზოგადოების განწყობა პარლამენტში სწორად არ არის ასახული. თითქოს ყველა დარწმუნებულია, რომ ნატოშ უნდა შევიდეთ. არადა, 90%-ზე მეტმა იცის, რომ ჩვენ ნატოში მე-5 მუხლიანად ვერ შევალთ, მაგრამ პოლიტიკოსებზე იმხელა ზეწოლაა, რომ თუ არ იტყვიან, რომ ნატოში შევალთო, პარლამენტში ვეღარ შევლენ. ყველა ხვდება, რომ ჩვენ გამო რუსეთს არც ამერიკა, არც გერმანია, არც ინგლისი არ ეომება. მაინც იძახიან, რომ შევდივართო და როგორ შევდივართ? ისინი არ იომებენ და რუსეთი აფხაზეთსა და ოსეთს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს. ბრიუსელშიც ვიყავი და ამაზე პასუხი ვერც იქ მივიღე.

მეტრონომი: საბჭოთა კავშირიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

მეჭიაური: ახალგაზრდობა მენატრება. სოციალური დაცვა და განათლების სისტემა იყო კარგად მოწყობილი. სოციალურად მოსახლეობა დაცული იყო.

მეტრონომი: დღეს  ეკლესიაში კრიზისია?

მეჭიაური: სამწუხაროდ, ეკლესიაში დაპირისპირება აშკარაა. მაღალი რანგის სასულიერო პირები აშკარად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

მეტრონომი: შეურიგდებით თუ არა ოდესმე ზაქარია ქუცნაშვილს?

მეჭიაური: თუ ცოდვებს მოინანიებს.. ყველას შენდობა შეიძლება, მაგრამ მისი ცოდვების მონანიებას რომელი მღვდელი აიღებს თავის თავზე

 

 

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..