aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შემოსავლების სამსახური: საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღვკვეთეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, 61,767 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

იტვირთბა....