aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში გარემოვაჭრემ თავის ჩამოხრჩობა სცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

kutaisitoday-ს ინფორმაციით, გარემოვაჭრემ თავის ჩამოხრჩობა სცადა.  მათი ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ, ეგრეთ წოდებული კეჩის ბაზრის ტერიტორიაზე, უკანონო ვაჭრობა აკრძალა და დახლების დემონტაჟი დაიწყო.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის გაგებისთანავე საფიჩხიის მკვიდრმა, აფხაზეთიდან დევნილმა ჯონი დადიანმა თვითმკვლელობა სცადა. ის ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა. მეზობლების განცხადებით ოჯახს ბანკის ვალები აქვს და ერთადერთი საარსებო წყარო ვაჭრობიდან შემოსული თანხებია.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მათთან არ შესულა.

იტვირთბა....