aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების სამუშაოები დაიწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აგვისტოში ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობოს სხდომაზე გააკეთა.

“ეს სამუშაოები ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, ვფიქრობთ, ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს, გაცილებით კომფორტულად, უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.

წლის დასაწყისიდან 92%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი. ეს არის ერთი მხრივ ვიზალიბერალიზაციის შედეგი, მეორე მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....