aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში გასამართი DDT-ს კონცერტი ჩაიშალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქობულეთში, Kobuleti Ozone Fest-ის ფარგლებში გასამართი კონცერტი, სადაც ჯგუფი DDT უნდა გამოსულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე წერია.

“მეგობრებო, როგორც იცით, 25 აგვისტოს ახალი ფესტივალის Kobuleti Ozone Fest-ის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო, ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა. Kobuleti Ozone Fest წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის გადავდოთ.

დიდ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას. იმედია, უცხოეთიდან მოწვეული ბენდები, DDT და Nemra, გაისად, მეათე საიბულეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მათ, ვინც უკვე შეიძინა Kobuleti Ozone Fest 2018-ის ბილეთები, გთავაზობთ აირჩიოთ ერთ-ერთი:

I. ბილეთის საფასურის დაბრუნება.

II. Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიანი სრული საშვი (აბონემენტი).

► I არჩევანის შემთხვევაში, ბილეთში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ 21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....