არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”ქართული ოცნება” თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

”ქართული ოცნება” თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საოლქო კომისიაში ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა პეტრე ქიტესაშვილმა  განაცხადა თიანეთში მე-2, მე-13, მე-15 და მე-18 უბნებზე 6 ბიულეტენი დაიკარგა, რასაც ქიტესაშვილის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მისი თქმით,  მიღებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი თიანეთში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ქიტესაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან მეჭიაურმა არჩევნებში ერთი ხმით მოიგო, დაკარგული 6 ხმა, გადამწყვეტი იქნებოდა, რისი მიხედვითაც  არჩევნებში მათი კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი გაიმარჯვებდა.

” ჩვენს პრეტენზიას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ჩვენ შედეგს გავასაჩივრებთ სასამართლოში”, – განაცხადა პეტრე ქიტესაშვილმა.

თავის მხრივ, მე-19 საოლქო კომისიის თავმჯდომარე ”ქართული ოცნების” პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხმები ითვლება ყუთიდან ამოსული ბიულეტენების მეშვეობით და არა დაკარგული ბიულეტენებით.

„ქართულ ოცნებას“ თიანეთის საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება ჯერ ცესკოში, შემდეგ კი სასამართლოში შეუძლია.

ცნობისთვის, თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ, მცხეთის რაიონული  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის კონკურენტი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა.

მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

სხვა ამბები

“რევოლუციაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ”

newsadmin

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

newsadmin

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..