ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: არ ვაპირებთ, შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცთან არსებულ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, სახელმწიფო არ აპირებს, შეეგუოს არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს.

როგორც „ადგილზე გავეცანი ვითარებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მომავალშიც, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. დღეს საქართველოში სტუმრად მყოფი ბრიტანეთი ევროპულ საკითხებში მინისტრი ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა დაიშალოს მავთულხლართები, უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. ჩვენი პასუხია, მეტი განვითარება, მეტი პროგრესი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხართები 2008 წლის ომის შემდეგ არის გავლებული. რამდენიმე დღის წინ კი რუსმა სამხედროებმა მავთულხართების გავლება განაახლეს.

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..