ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ  ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ.

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „მეღვინეობა ტიბაანი“.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..