aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კვირკველია კვლავ დაკითხვაზეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კვირკველია ლეიბორისტული პარტიის დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო უჩივის. კვირკველია შსს-ს ბორჯომის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კვირკველია და გიაუშვილი გამომიძიებელმა ერთხელ უკვე დაკითხა. საქმე 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველ სხდომას ეხებოდა, რომელიც ხმაურის ფონზე დაიწყო, რა დროსაც, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, გიორგი გიუაშვილი მას სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

საკრებულოს საგანგებო სხდომა, ხვალ, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა. დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....