aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” მერობის და გამგებლების კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველი გუნდი მერობის და გამგებლების კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ალბათ, ივლისს-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატების სია. ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი გვყავს 1000-ზე მეტი კანდიდატი და ამაზე მუშაობა პრინციპში დაწყებულია და ალბათ, უახლოეს მომავალში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ეს მსჯელობა და სადღაც აგვისტოში კანდიდატებს წარვუდგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....