aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულ 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჯარიმა დაეკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულ 2 ახალგაზრდა მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ქალის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცები, რომლებიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. კადრებში, ასევე, ჩანს, თუ როგორ აყენებს ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციას შეურაცხყოფას.

მოქალაქემ აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა და განმარტა, რომ მას ავტომობილიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვიდეომასალების გაცნობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორივე ახალგაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იტვირთბა....