aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოში, 88 წლის ქალმა საკუთარ სახლში თავი დაიწვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალაქ წყალტუბოში, საცხოვრებელ სახლში,  კოლხეთის ქუჩის ექვს ნომერში ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მოხუცმა თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი განძრახ გააჩინა და თავი დაიწვა.

მისი სახლიდან გამოყვანა მეზებოლებმა ვეღარ მოასწრეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა 88 წლის მოხუცის თვითმკვლელობის მიზეზი.  ადგილზე რამდენმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....