aviabiletebi
მთავარი სამართალი

ქადაგიძე – დოლიძე და ჯანეზაშვილი მართულნი არიან ასამართლოს მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება.

„დასახელებული პირები მუდმივად აცხადებენ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს იღებენ შეთანხმებულად და საბჭოს მოსამართლე წევრებს ყოველთვის მხარს უჭერს რამდენიმე არამოსამართლე წევრი, მათ შორის, მე. მოგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახლავართ 2017 წლის მარტიდან. ჩემს კანდიდატურას საქართველოს პარლამენტში, ფარული კენჭისყრით, 90 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შედეგად გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და არჩევიდან დღემდე საქმიანობას ვახორციელებ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, განსხვავებით ანა დოლიძისგან და ნაზი ჯანეზაშვილისგან, რომლებიც არ არიან საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

ისინი დამოკიდებულნი არიან და ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზოციურადგანწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მათი მიზანია სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა და მათთვის სასურველი კადრების დანიშვნა, ხოლო, აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, თითქოს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით შენიღბულნი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ცდილობენ გრანტების მიღებას. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მართულნი არიან ზოგიერთი სასამართლოს მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. ისინი სწორედ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით, მიზანმიმართულად ცდილობენ ტენდენციური და პოპულისტური განცხადებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველ ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შეფერხებას.

მე, დასახელებული ორი წევრისგან განსხვავებით, არ ვარ ვალდებული და დამოკიდებული პირი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ისევე როგორც საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლეწევრებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე წლების განმავლობაში ვმუშაობდი დამოუკიდებელ ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით და ჩემი დამოუკიდებელი საქმიანობა გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც, განსხვავებით, აღნიშნული წევრების წარსული თუ ახლანდელი მიკერძოებული საქმიანობებიდან.

ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს სურთ, პოპულისტური, პოლიტიკური განცხადებებით მუდმივად იყვნენ მედიის ყურადღების ცენტრში და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ახდენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას”, – აცხადებს შოთა ქადაგიძე.

იტვირთბა....