aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ“: სასტუმრო „ხასანას“ მეპატრონის თვითმკვლელობის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

ქობულეთში “ხასანას” სასტუმროს მეპატრონის შვილმა ზაზა ართმელაძემ დამწვარი სასტუმროს შენობაში თავი ჩამოიხრჩო. „მეტრონომი“ გარდაცვლილის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც  თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს.

შეგახსენებთ, 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.
ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს. ამ საქმეზე სასტუმროს მეპატრონის შვილი ზაზა ართმელიძე იყო დაკავებული, თუმცა ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გარდაცვლილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქმეზე არა სასტუმროს მეპატრონე არამედ მისი შვილი იყო დაკავებული. მისი ინფორმაციით, მამაკაცი ჩამომხვრჩვალი თავად სასტუმროს დამწვარ შენობაში იპოვეს.

ადვოკატი ამბობს, რომ საერთოდ სასტუმროს მმართველი თავად ზაზა ართმელაძეც არ ყოფილა, ოჯახს სასტუმრო მმართველობაში სრულიად სხვა ადამიანზე ჰქონდა გადაცემული.
ამიტომაც მოსამართლემ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი გირაოთი იყო გათავისუფლებული, თუმცა ახლო მომავალში ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ. ადვოკატი მამაკაცის სუიციდის მიზეზად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ ოჯახს ბანკების  ვალები ჰქონდა.

„სამწუხარო ამბავი მოხდა, ადამიანმა ამდენ ზეწოლას და ცილისწამებას ვეღარ გაუძლო. ოჯახს სასტუმროს დაწვის შემდეგ, აღარც სახლი ჰქონდა, რადგანაც ბანკის  ვალები ჰქონდათ და სახლიც  წაართვეს. კერძო მევალეებიც ჰყავდათ.

საკმაოდ გაუსაძლის მდგომარეობაში, სადღაც ზღვის პირას ფარდულში ცხოვრობდნენ. აქეთ მორალური ზეწოლა და იქით ათასი მევალე, რომლებიც ყოველდღე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ. ადამიანმა ამდენ უბედურებას ვეღარ გაუძლო. პროკურატურა სრულიად უდანაშაულო ადამიანს ედავებოდა. ჯერ ერთი, რომ სასტუმრო „ხასანა“ მისი კი არა მამამისის საკუთრებაში იყო, ხოლო ოჯახს მართვის უფლებით გადაცემული სრულიად სხვა ადამიანზე ჰქონდა.

ამიტომაც მიიღო მოსამართლემ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ახლო მომავალში ველოდით, რომ სასამართლო  გაამართლებდა, მაგრამ ეს უბედურება მოხდა. არ ვიცი ოჯახი ექსპერტიზაზე უარს რატომ აცხადებს, მათთან გასაუბრებას ახლა ვაპირებ და სიტუაციაში გავერკვევი“,-ამბობს გარდაცვლილის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძე.

იტვირთბა....