aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრომ „სვეტის“ დაზარალებულების გამოკითხვის პროცესი განაახლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია „სვეტის“ დაზარალებულების გამოკითხვის პროცესი განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დაზარალებულები ავრცელებენ, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურში მისი მისვლის დროს იქ იმყოფებოდა ასევე კომპანიის დამფუძნებელიც,რომელის დაკითხვაც მიმდინარეობდა.  ინფორმაციას რუსთვი2 ავრცელებს.

“ვიყავი ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზე. პარალელურად სვეტის დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იმყოფებოდა იქ და მიმდინარეობდა დაკითხვა. ვთანამშრომლობთ  ფინანსურ პოლიციასთან. პარალელურად არ ვტოვებთ ამ ოფისს. ხვალ იგეგმება შეხვედრა ბატონ კახი კალაძესთან. ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით,“-განაცხადა სალომე დონდუამ.

მოშიმშილეებს “სვეტთან” ერთად პრეტენზიები სადაზღვევო კომპანია “ალდაგთან” აქვთ პრეტენზიები, სადაც ბინები დაზღვეული იყო.

„კომპანია ალდაგი შევიდა  ამ თაღლითურ გეგმაში. აუცილებლად დავაყენებთ კომპანია ალდაგის პასუხისმგებლობას ფინანსურ პოლიციაში და სასამართლო გზითაც მივმართავთ. ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდიან, არ გვეხმიანებიან,“-განაცხადა ლევან კუთხაშვილმა.

დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.

იტვირთბა....