aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უტიფრობას საზღვარი არ აქვს“: სალომე ზურაბიშვილი კახიშვილის ინიციატივას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გაგიჟდები ადამიანი! უტიფრობას საზღვარი არა აქვს! დღეს პარლამენტში სასჯელაღსრულების მინისტრმა წარმოადგინა კანონპროექტების სანიმუშო პაკეტი, რომელსაც გადაჰყავს ჩვენი სისტემა ევროპულ სტანტარდებზე და თვისობრივად ზრდის ჰუმანურობის ნორმებს…

ამ დროს ჩვენი ნანაცები თუ გაევროპულ ნაცების წარმომადგელები,სინდისის ნატამალი რო არ გააჩნიათ, თუნდაც ვერაფრს ვერ პოულობენ საკრიტიკოდ თუ საქილიქოდ მაგრამ მაინც შენიშვნები გააჩნიათ! ითხოვენ მაღალ რისკიან საპატიმროებში მაცივრების შეტანას … მათ შექმნილ სისტემას ხომ სხვა არაფერი აკლდა! თუ დაგვცინიან?“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი წერს.

საქმე ეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ინიციატივას. მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი გახდეს.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში – როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება. ამავდროულად, შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, დასჭირდება დეპოზიტის თანხები, რაც დარეგულირდება ნორმატიული აქტით”, – განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტებს იხილავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლას. პროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.

იტვირთბა....