aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: “მე კობახიძესა და ვოლსკის ვუმარტავ, რომ სისულელეს ლაპარაკობენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნ 40 მეტრში თუ მტკვრის დონიდან 5 მეტრში ანუ ავლაბარში თუ ათონელზე, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს მინუს სართულებზე ჩასვლა-თქო. ვოლსკის და კობახიძეს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე მათ ვუმარტავ, რომ სისულელეს ლაპარაკობენ, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი საკუთარ გამონათქვამებში ისე გაიხლართა, რო მ ახლა ცდილობს ყურადღების სხვა თემებზე გადატანას. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ღიად განაცხადეს – ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტის ავტორიტეტის დაწევა, ამიტომ გვინდა შევარჩიოთ არა ძლიერი, არამედ ნაკლები ავტორიტეტის მქონე კანდიდატი და ამიტომ გვინდა ის სხვა სასახლეში გადავიყვანოთ, რათა ხალხს არ ქონდეს განცდა, რომ პრეზიდენტი რამეს წარმოადგენსო. ამ განცხადების შემდეგ, ბუნებრივია, გაჩნდა განცდა, რომ არჩევენ უავტორიტეტო კანდიდატს, რათა ხალხს მისი პატივისცემა არ ქონდეს.

მე ვთქვი ძალიან ზუსტი რამ, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს 10-ჯერ და მეტჯერ უფრო დიდი ძალაუფლება,ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, თუ პერსონალური კონსტიტუციური ძალაუფლებით უნდა გავამწესოთ თანამდებობის პირები მტკვრის დონიდან 40 მეტრში თუ მტკვრის დონიდან 5 მეტრში ანუ ავლაბარში თუ ათონელზე, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს მინუს სართულებზე ჩასვლა-თქო. ვოლსკის და კობახიძეს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე მათ ვუმარტავ, რომ სისულელეს ლაპარაკობენ, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს მეთურად გვჭირდება სადმე მიმალული უავტორიტეტო ადამიანი, რომ რამე ილუზიები არ გაუჩნდესო. ამ კრიტეტიუმებით რომ განვალაგოთ ადამიანები სასახლეების ზომებით და ასე რომ გვექნა სამი წლის წინ, მე სარდაფში უნდა მემუშავა პრეზიდენტთან შედარებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.

უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ უსუფაშვილის განცხადებას უშინაარსო უწოდა.

იტვირთბა....